2026-09-27 16:52:22
რუსთაველმა, სპორტსმენმა საბა ნარსიამ "GAMA Sons of anarchy" მუშტი კრივის ორთაბრძოლაში გაიმარჯვა.
სპორტსმენმა 93კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ქართველი მეტოქე, გიორგი შუბითძე დაამარცხა, რითიც საჩემპიონო ქამარი გაინაღდა.
საბამ გამარჯვება 4 რაუნდში ნოკაუტის მეშვეობით მოიპოვა.
მისი რეიტინგი 3-0 გახდა.