რუსთაველმა, ბოდიბილდერმა ოქროს მედალი მოიპოვა

2026-09-27 14:23:38

რუსთაველმა, ბოდიბილდერმა ნიკა ბულბულაშვილმა "ბათუმი ენპისი შოუზე" ოქროს მედალი მოიპოვა. 

ნიკა ბულბულაშვილი 6 კატეგორიიდან "Men’s Physique" კატეგორიაში წარსდგა და პირველი ადგილი დაიკავა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას სპორტსმენმა აღნიშნა, კონკურსისთვის მომზადება მოკლე დროში მოუწია.

"ენპისი ჯორჯია ამერიკული ფედერაციაა და საქართველოში წელიწადში ერთხელ ატარებს შოუს. 6 კატეგორია იყო და ჩემი მეტოქეები თურქები, რუსები, აზერბაიჯანელები და ირანელები იყვენ. მთლიანობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსული სპორტსმენები. მომზადება ძალიან მოკლე დროში მომიწია. 2 თვეში მოვემზადე როცა ზოგადად 6 თვე სჭირდება. ისე სწრაფად მოხდა ეს გადაწყვეტა და გადაწყობა ამ ტურნირისთვის, რომ ორ თვეში ექსტრემალურად მოგვიწია მომზადება. ჩემი რესურსი რაც იყო ყველანაირად გამოვიყენე და კმაყოფილი ვარ"