იტალიაში 2000 ევროს ქურდობისთვის ქართველი დააკავეს

2026-09-08 12:32:00

იტალიაში, 35 წლის ქართველმა კაცმა ბოსნიელ კაცს ჩანთა მოპარა, რომელშიც 2000 ევროს ოდენობის თანხა და პირადი ნივთები იდო.

იტალიური მედიის ცნობით, კაცი ყურადღებით აკვირდებოდა რესტორანში არსებულ ვითარებას და ურთიერთშელაპარაკებით დაწყებული ჩხუბით ისარგებლა.

ბრალდებული ქურდობის შემდეგ გაქცევას ცდილობდა რა დროსაც სამართალდამცავებმა კართან შეაჩერეს და დააკავეს.

ინფორმაციას "veneziatoday.it" ავრცელებს.