2026-09-03 18:57:16
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარტში რუსთავში 5 ობიექტი დააჯარიმა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.
მისი თქმით, რუსთავში ინსპექტირება 2 ობიექტს ჩაუტარდა.
ნიმუში აიღეს 24 ობიექტიდან, დოკუმენტურად შემოწმდა 15, გადაამოწმეს 7 და 5 დააჯარიმეს.
დაჯარიმებულ ობიექტებს შორის ფულადი სანქცია 3 ობიექტს რეგისტრაციის გამო დაეკისრა, 1-ს ეტიკეტის არქონისთვის და 1-ს მიკვლევადობის გამო.
საერთო ჯამში, ქვემო ქართლის მასშტაბით ინსპექტირება 15 ობიექტზე ჩატარდა, ნიმუში აიღეს 53-დან, 44 დოკუმენტურად შემოწმდა, გადაამოწმეს 50, დააჯარიმეს 20.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.
სეს-ი იმ ობიექტების იდენტიფიცირებისგან, რომელიც დააჯარიმა, თავს იკავებს.