რუსთავში რომელ ქუჩებზე გაითიშება დენი 3 საათით

2026-08-04 17:31:28

რუსთავში რამდენიმე ქუჩას ელ. ენერგიის მიწოდება 3 საათით შეეზღუდება.

ინფორმაციას კომპანია ენერგო პრო ჯორჯია ავრცელებს.

მათი ცნობით, 5 აგვისტოს 16:00 საათიდან 19:00 საათამდე ელ. ენერგიის მიწოდებ შეეზღუდება აბონენტებს შემდეგ ქუჩებზე: დ/გარეჯის, მშვიდობის, გაგარინის, ჯავახიშვილის, სააკაძის, მშენებელთა, მაზნიაშვილის.