"დამიძახა, მივტრიალდი და თანხა ხელში ეჭირა"

2026-08-03 14:03:56

რუსთავში ახალგაზრდა კაცმა კლდიაშვილის პარკში 1000 ლარი იპოვა და მფლობელს დაუბრუნა.

თავდაპირველად, ფაქტის შესახებ თანხის მფლობელმა ქალმა "ინფო რუსთავის" საჯარო ჯგუფში დაწერა.

როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას ქალმა განაცხადა, დაკარგული თანხის დაბრუნებას არ ელოდა და ახალგაზრდა კაცს მადლობას უხდის.

"გაოცებული დავრჩი რასაც ქვია. ქალბატონოო რომ დამიძახა მივტრიალდი და თანხა ხელში გაშლილი ეჭირა. ვერც მივხვდი როდის დამივარდა. ჯიბეში მედო თანხა და შეიძლება ხელს ამოყვა. სასწაული მოხდა მართლა ეგ 1000 ლარი არ დამაქცევდა, მაგრამ ამხელა სიკეთე გააკეთა ამ ბიჭმა. პარკში რომ ატრაქციონებია ერთ-ერთი თანამშრომელია და მადლობას ვუხდი",- განაცხადა თანხის მფლობელმა.