2026-06-18 17:38:04
რუსთაველმა ავტოდილერმა 150-მდე მოქალაქის ფული მიისაკუთრა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კაცი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანს იაპონიიდან ავტომობილის ჩამოყვანას დაჰპირდა, რისთვისაც მოქალაქეებს საერთო ჯამში მილიონ ლარზე მეტი თანხა ჩაარიცხინა, თუმცა პირობა არ შეუსრულებია.
მომხდართან დაკავშირებით რუსთავის პოლიციამ ავტოდილერი დააკავა და მას ბრალი პროკურატურამ უკვე წარუდგინა. დაკავებულს ბრალად ედება თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, 4 ეპიზოდი, რისთვისაც თავისუფლების აღკვეთა 9 წლით ემუქრება.
ავტოდილერების მიერ 30-მდე დაზარალებული რუსთავის ცენტრალურ პარკში შეიკრიბა და როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" განაცხადეს, მათი მთავარი მოთხოვნა დაკარგული თანხის უკან დაბრუნებაა. ერთ-ერთი დაზარალებული ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ იყო შემთვევები, როცა ბრალდებულმა რამდენიმე მოქალაქეს ერთიდაიგივე ავტომობილი მიჰყიდა.
დაკავებულის წინააღმდეგ პოლიციაში სარჩერილი 100-ზე მეტმა დაზარალებულმა შეიტანა.