უცნაური პარკინგი თბილისში, რესტორან თაღლაურასთან. მძღოლები ავტომობილებს მშენებარე სახლის, ერთერთ სართულზე აჩერებენ. ფოტოში ჩანს რომ პარკინგისთვის განკუთვნილ ადგილს დამცავი ჯებირი არ აქვს და არის საშიშროება იმისა რომ ავტომობილი გადმოვარდეს. ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა, მისი ავტორი ერეკლე სიხარულიძეა.