ყაზახეთის ქალაქ აქთაუს მახლობლად სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური აზიის ქვეყნების საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავს ოპერირებას უწევდა აზერბაიჯანის ავიახაზები. სამგზავრო თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, მაგრამ გროზნოში ნისლის გამო მარშრუტი შეიცვალა.
ყაზახური მედიის ცნობით, ბორტზე 105 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფას რამდენიმე ადამიანი გადაურჩა.