საუდის არაბეთში, ჩვილის დაცინვისთვის და ვიდეოს გადაღებისთვის სამი ექთანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. შემთვევა ქალაქ ეტ-ტაიფის საავადმყოფოში მოხდა, სადაც ახალშობილი საშიში ინფექციის გამო მიიყვანეს. ვიდეო რეაბილიტაციის დროს არის გადაღებული. კადრებში ჩანს, თუ როგორ ექცევა ექთანი ბავშვს და როგორ დასცინის. ჯანდაცვის სამინისტრომ მედპერსონალის გათავისუფლება მშობლების ჩივილის შემდგომ გადაწყვიტა. ბავშვზე ძალადობის გამო მათ სამუშაო ლიცენზია ჩამოართვეს. ნახეთ ვიდეო.