რუსთავში 9 გველი დაიჭირეს

2024-10-01 14:36:04

რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში სექტემბრის თვეში 9 გველი დაიჭირეს.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრიდან მიაწოდეს.

ცენტრის დირექტორის, ლალი დეკანოსიძის ინფორმაციით, მათთან სულ 18 გამოძახება შევიდა, საიდანაც 9 დადასტურდა.

დაჭერილი გველების სახეობები ასე ნაწილდება: გველხოკერა - 3, წყლის ანკარა - 2, ჩვეულებრივი ანკარა - 1, ფერადი მცურავი - 1, წენგოსფერი მცურავი - 1.

დეკანოსიძის ინფორმაციით, გასულ თქვეში ქვეწარმავლის მიერ დაკბენის შემთხვევა რუსთავში არ დაფიქსირებულა.

მისივე ინფორმაციით, ჩატარდა  2 საველე სარეკოგნოსცირებო გასვლა ქალაქის სხვადასხვა უბნებში, რის შედეგადაც ამოკრეფილ იქნა 5 ცალი სხვადასხვა სახის ქვეწარმავალი.

ინფორმაციისთვის, ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე - 13 00 ან შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის ცენტრს ნომერზე - 28 74 75.

ცენტრში აცხადებენ, რომ სამსახური შეტყობინებაზე რეაგირებას უწყვეტ რეჟიმში მოახდენს.