რუსთავის ქუჩები დღეს თითქმის ცარიელი იყო. ცენტრალური ქუჩები: შარტავას, მეგობრობის და კოსტავას გამზირებზე ავტომობილები ნაკლებად გადაადგილდებოდნენ, მიზეზი ახალი წლის დღეა. რუსთაველების დიდი ნაწილი ახალ წელს სახლში აღნიშნავს და ქუჩაში ავტომობილებით გადაადგილებასაც ერიდებიან. აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა კომპანიის ტაქსები, მცირე შეზღუდვები იყო შიდასაქალაქო ტრანსპორტზე, მგზავრების ნაწილი აღნიშნავდა რომ მიკროავტობუსები სრული დატვირთვის არ მუშაობდნენ და მარშრუტზე მხოლოდ რამდენიმე ავტომობილი შეინიშნებოდა.