18 წლის ახალგაზრდა, რომელსაც სოფელ კარდენახში 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
ცხედარი გურჯაანში ექსპერტიზის ბიუროში გადაჰყავთ.
ახალგაზრდის ძებნაში ჩართული იყო, როგორც პოლიცია ასევე დაკარგულის თანასოფლელები.
გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.