რუსთაველ მგზავრებს ავტობუსები თბილისში კიდევ ერთ ახალ მიმართულებაზე მოემსახურებიან

2024-07-18 11:31:29

შემოდგომიდან რუსთაველ მგზავრებს ავტობუსები თბილისში კიდევ ერთ მიმართულებაზე გადაიყვანს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" პირდაპირ ეთერში პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა განუცხადა, თბილისის საკრებულოსთან შეთანხმებით დამტკიცდა მგზავრების გადაყვანა რუსთავიდან სპორტის სასახლის მიმართულებით.

"რუსთაველებს ვეტყვი, რომ აღდგება M3 კატეგორიის, ავტობუსების გადაადგილება რუსთავიდან სპორტის სასახლის მიმართულებით.  თბილისის საკრებულოსთან შეთანხებით უკვე დამტკიცებული გვაქვს ეს ხაზი. ტენდერი გამოცხადებულია 20 მილიონი ლარის, ამ თანხით გაიზარდა ჩვენი ქალაქის ბიუჯეტი, ეს იყო ცენტრალური ხელისუფლების და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, რისთვისაც დიდი მადლობა მას ამ თანამშრომლობისთვის.

ტენდერი გამოცხადებულია 70 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსის შეძენაზე, რომელიც იქნება  ევრო6 სტანდარტის, ეკოლოგიურად აბსოლუტურად სუფთა, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ იქნება გათბობა-გაგრილების სისტემით აღჭურვილი. ასევე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებზე ადაპტირებული",- განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები