თბილისში, გლდანში ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ის სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა.
ეროვნებით ინდოელი ახალგაზრდის ცხედარი საცხოვრებელ კორპუსთან იპოვეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.