რუსთავში ცენტრალურ ქუჩაზე ავარია მოხდა

2024-06-06 00:17:06

რუსთავში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ტროტუარზე ავარდა, რკინის ჯებირი შეანგრია და ნარჩენების ურნას შეეჯახა.

ავარიაში მონაწილე მძღოლი შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. სამართალდამცავები ავარიაში მონაწილე პირს ეძებენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები