თილისიდან გარდაბანი მიმართულებით საქართველოს რკინიგზა დღის განმავლობაში 2 სამგზავრო რეისს ასრულებს.
ამ მარშრუტის შესრულების დროს მატარებელს მგზავრები რუსთავიდანაც აჰყავს.
რეისი ყოველდღიურად, დღეში 2-ჯერ შესრულდება.
როგორც "ინფო რუსთავს" საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, მატარებელი თბილისიდან 07:10 საათზე გამოსვლის შემდეგ რუსთავის რკინიგზის სადგურზე 07:50-ზე იქნება, ხოლო გარდაბნიდან 8:25 საათზე გამოსვლის შემდეგ 08:40-ზე.
19:00-ზე თბილისიდან გამოსვლის შემდეგ, რუსთავის სადგურში 20:35-ზე იქნება, ხოლო გარდაბნიდან 20:20-ზე გამოსვლის შემდეგ 20:35-ზე.
რუსთავიდან მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია.