Nike, Puma, Adidas, Armani და სხვა, რუსთავთან ახლოს "აუთლეტ სოფელში"

2024-06-02 13:41:10

"Tbilisi Outlet Village", რომელიც რუსთავთან ახლოს შენდება, 2024 წლის დეკემბერში გახისნება.

რა ბრენდები იქნება წარმოდგენილი აუთლეტ სოფელში ინფორმაციას "Tbilisi Outlet Village" სოციალურ ქსელ linkedin-ზე ავრცელებს.

აუთლეტ სოფელში გახსნის დღიდანვე წარმოდგენილი იქნება: Emporio Armani, Armani Exchange, Nike, Adidas, Puma, DKNY და Pinko.

Tbilisi Outlet Village-ის მარკეტინგის ხელმძღვანელის ბილი ისიანის განცხადებით, ტერიტორიაზე პირველ ეტაპზე 70 ბრენდი და 8 რესტორანი იქნება წარმოდგენილი. მოწყობილი იქნება ასევე 6 კიოსკის სივრცე.

ამის შესახებ ისიანმა Business Insider Georgia-თან განაცხადა.

"აუთლეტ სოფელი" 10 ჰა ტერიტორიაზე იქნება განთავსებული და სამშენებლო პროცესის სრულად დასრულების შემდეგ 110-მდე ობიექტი იქნება წარმოდგენილი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები