რა "გამოესახა" პირუტყვს თავზე [photo]

2017-12-22 23:07:31

"ინფო რუსთავს" მკითხველმა ფეისბუქის გვერდზე სახალისო ფოტო გამოუგზავნა. ფოტოში ჩანს რომ ახალშობილ ხბოს თავზე თეთრად საქართველოს რუკის ფორმის გამოსახულება აქვს. ფოტოს ავტორის თქმით პირუტყვი გარდაბანში 1 კვირის წინ დაიბადა, შუბლზე გამოსახულმა რუკამ კი მეპატრონის და მეზობლების გახალისება გამოიწვია.