რუსთავში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა ქალმა საინფირმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” განუცხადა, ეტაპობრივად სკვერში 5 გასროლის ხმა გაიგონა.
მისი თქმით, ადგილზე მისულს ორი ადამიანის ცხედარი დახვდა, ერთი შუახნის ქალბატონის მეორე კი, შედარებით ახალგაზრდა ქალის.
თვითმხილველის თქმით, დედა-შვილს თან პატარა ბავშვი ახლდა, რომელიც შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს.
მისივე თქმით, კაცი, რომელმაც ცოლი და სიდედრი მოკლა, ადგილიდან არ მიმალულა და პოლიციას თავად ჩაბარდა.
“ხუთი გასროლის ხმა იყო, თავდაპირველად ორი, შემდეგ კიდევ ორი და ბოლოს ერთი გასროლის ხმა. გავიქეცით, ვნახეთ ორი გარდაცვლილი. აქეთ კი, ეტლი იყო გამოგორებული, პატარა ბავშვი იყო შიგ, ალბათ, 1 წლის იქნებოდა. ის ბავშვი სკვერში მე წამოვიყვანე, პოლიციელს ვუთხარი, რომ მე წავიყვან-მეთქი. მერე ბავშვი ექიმებმა წაიყვანეს. თვითონ ის კაცი, რომელმაც ისროლა არ გარბოდა, ადგილზე იყო ისე ჩასვეს მანქანაში. პოლიციის მოსვლამდე ადგილზე იყო. მე არ დამინახავს, მაგრამ თქვეს, რომ ამ კაცს იარაღი ჰქონდა”, - აცხადებს თვითმხილველი.