პარიზში რუსთაველი მხატვრის, ბესო როსტიაშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
რუსთაველი შემოქმედის პერსონალურ გამოფენას საფრანგეთი 9 აპრილამდე უმასპუნძლებს.
"ამჟამად ორი გამოფენით ვარ, ანუ ორი პროექტით ვარ მოწვეული პარიზში. ერთი გამოფენა ორგანიზებული იქნა გალერეა "მაკოვსკის" მიერ, მეორე პროექტი კი ლუვრისაა.
"მაკოვსკი" 4 აპრილიდან მასპინძლობს ჩემს პერსონალურ გამოფენას და 9 აპრილამდე გასტანს. აქ, ჯამში, 15 სურათია წარმოდგენილი.
მეორე პროექტი ლუვრის მუზეუმისაა და ეს გამოფენა გუშინ გაიხსნა. აქაც ნახატები 9 აპრილამდე დარჩება.
აღნიშნული გამოფენებისთვის ბოლო 1 წელია სამზადისის რეჟიმში ვიყავი", - განუცხადა "ინფო რუსთავს" ბესო როსტიაშვილმა.
საზღვარგარეთ ეს უკვე რუსთაველი მხატვრის რიგით მე-20 გამოფენაა.
გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.