რუსთავში პროექტი "ახალი სიმწვანის" მეორე ეტაპი დაიწყო.
18-დან 29 წლის ასაკამდე რუსთაველი ახალგაზრდები ქალაქის გამწვანების სამსახურში 1 თვის განმავლობაში იმუშავებენ და შესაბამის ანაზღაურებასაც მიიღებენ.
"რუსთავში ვაგრძელებთ ახალგაზრდებისთვის ისეთი პლატფორმების შექმნას, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ, ახალი პროფესია შეისწავლონ. ნამდვილად კარგი ინიციატივა იყო, როდესაც საუბრობდა ანაზღაურებად სტაჟირებაზე და სწორედ რუსთავის მერიის გუნდმა ეს შესაძლებლობა მივცეთ ახალგაზრდებს. ქალაქში ახალი მწვანე არეალები ვითარდება და მნიშვნელოვანია დავიმატოთ ახალი ადამიანები, რომლებიც ამ მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობას განახორციელებენ. დღეს 20-მდე ახალგაზრდამ დაიწყო სწორედ მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობის მიმართულებით მუშაობა. მათ ექნებათ შესაბამისი ანაზღაურება და კიდევ გაგრძელდება პროგრამა იქამდე, სანამ ახალგაზრდების მხრიდან ამ კუთხით მოთხოვნა იქნება",- განაცხადა ლაცაბიძემ.
მაისის თვეში იგეგმება კიდევ ახალი ჯგუფის აყვანა. შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა რუსთავის მერიის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ფეისბუქ გვერდზე 10 აპრილს დაიდება.