აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღესთან დაკავშირებით სპორტდარბაზ "რიტმში" ძალისმიერ სპორტში ღია ჩემპიონატი ჩატარდა.
იმ სპორტსმენებს შორის, რომლებმაც სხვადასხვა წონით კატეგორიაში იასპარეზეს, ერთ-ერთი აუტისტური სპექტრის მქონე დავით წიკლაურიც იყო, რომელმაც გამარჯვებაც მოიპოვა.
დავით წიკლაურის დედის განცხადებით, მისი შვილი არის მაგალითი, როგორ უნდა მოხდეს საზოგადოებაში სწორი ინტეგრაცია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების.
ღია ტურნირში გამარჯვებული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ.
ცნობისთვის, 2 აპრილს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნება.