რუსთავში თოდრიას ქუჩაზე ხანძარი იყო.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში ცეცხლი ელექტრო მრიცხველებს გაუჩნდა.
ხანძრის დროს მცირე დამწვრობა მიიღო კომპანია "ენერგო პროს" თანამშრომელმა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ეკიპაჟი.
ხანძრის დროს მთლიანად დაიწვა ელექტრო მრიცხველები.