იცოდი? - რას წერდა 71 წლის წინ რუსთავზე იმ დროინდელი გაზეთი

2024-02-24 00:23:45

იცოდი? - რას წერდა 71 წლის წინ რუსთავზე იმ დროინდელი გაზეთი.

გაზეთ კომუნისტის 1953 წლის 18 იანვრის გამოცემაში ვრცელი სტატია დაბეჭდილი რუსთავის შესახებ, სადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეჯამება ხდება ქალაქის მშენებლობის.

სტატიის ავტორი ამიერკავკასიის მეტალურგმშენის ტრესტის მმართველი ნესტორ გიორგაძეა, რომელიც რუსთავის ხელახლა დაბადების 5 წლის თავზე აჯამებს როგორ მიმდინარეობდა ქალაქში სამშენებლო პროცესები.

1951 წლის 18 იანვრისთვის ქალაქში უკვე აშენებული იყო 920-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, 175 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს იკავებდა. დასრულებული იყო პოლიკლინიკის მშენებლობა. 71 წლის წინ რუსთავში 45 ქუჩა არსებობდა.

ერთ და ორ სართულიან კოტეჯებში მოწინავე სტახანოველთა და ინჟინერ-ტექნიკოსთა ოჯახები ცხოვრობდნენ.

სტატიიდან ირკვევა რომ 1952 წლისთვის ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოებზე 11 მილიონი მანეთი უნდა დახარჯულიყო, თუმცა 23 მილიონი დაიხარჯა.

იმ დროისთვის ქალაქში უკვე არსებობდა 10 საჯარო სკოლა. კიროვის სახელობის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დაუსწრებელი განყოფილების ფილიალი, სადაც 200-მდე მუშა სწავლობდა.

სტატიის ავტორი 1953-1955 წლისთვის შესასრულებელ გეგმებზეც საუბრობს და კონკრეტული ციფრები მოჰყავს.

1953 წელს იგეგმებოდა 4 და 5 სართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ცენტრალურ მოედანზე.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები