ქუთაისის ცენტრში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა მესხიშვილის თეატრთან მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ეზოში მოხდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დავა მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო და დაჭრით დასრულდა. მას დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.