იცოდი? - რომ რუსთავში ღვინოს ჯერ კიდევ 2700 წლის წინ ამზადებდნენ.
ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ღვინის დამზადების ყველაზე ძველი მტკიცებულება საქართველოში, თანაც ქვემო ქართლშია აღმოჩენილი.
ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ 8000 წლის წინ ამზადებდნენ ქვემო ქართლში ღვინო.
რუსთავში არქეოლოგიური გათხრის შედეგად აღმოჩენილი ძვ.წ VII-ს თიხის ქვევრი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ ერთ-ერთ უძველეს სრულყოფილად შემორჩენილ ნიმუშს წარმოადგენს, არის მტკიცებულება, რომ იმ დროინდელი რუსთაველები მევენახეობის ტექნიკებს უკვე ფლობდნენ.
სწორედ ამ ქვევრში აღმოჩენილი ღვინის ნალექი დადასტურებულად გვაძლევს უფლებას, თავისუფლად ვთქვათ, რომ რუსთავში ღვინოს ჯერ კიდევ 2700 წლის წინ ამზადებდნენ.
ქვევრი რუსთავის ციხის ტერიტორიაზე გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ნამოსახლარზეა აღმოჩენილი.
ცურტაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. „მოხუცი მეომრის“ სამარხშია აღმოჩენილი VI-IV საუკუნით დათარიღებული თიხის დოქი, რომელიც ასევე ერთ-ერთი ძველი არტეფაქტია, იმის სათქმელად, რომ ჩვენი ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები მინიმუმ 27 საუკუნის წინ ამზადებდნენ ღვინოს.