რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრების გადასაყვანად შეძენილი ახალი ავტობუსები მოძრაობას თებერვლის პირველ ნახევარში დაიწყებს.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში განუცხადეს.
მათი თქმით, მიმდინარეობს ავტობუსების ტექნიკურად გამართვა, საბარათე სისტემების, WIFI მოწყობილობების დაყენება და სხვა.
თებერვლიდან ოცივე ერთეული ავტობუსი რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მგზავრებს მოემსახურება.
"ინფო რუსთავის" კითხვაზე საპასუხოდ, ხომ არ იგეგმება ქალაქში გაჩერებების დამატება, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში განაცხადეს, რომ ამ ეტაპისთვის ცვლილება არ არის და ავტობუსები მგზავრებს ქალაქის შემოსასვლელიდან აიყვანს და ბოლო გაჩერება კვლავ ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია იქნება.
შეგახსენებთ, რომ 20 ერთეული ახალი ავტობუსი ქალაქში გასული წლის დეკემბერში შემოვიდა.