რუსთავს ახალი ავტობუსები ჰყავს

2023-12-14 12:11:31

რუსთავს ახალი ავტობისები ჰყავს.

საქართველოს მთავრობის მიერ ნაყიდი 20 ერთეული ავტობუსი ქალაქს დღეს გადმოეცა.

როგორც ცნობილია, ახალი ავტობუსები რუსთავი-თბილისის მიმართულებით ივლიან.

20 ავტობუსი რუსთავს საქართველოში შემოყვანილი 51 ახალი ავტობუსიდან ერგო.

ევრო 5-ის სტანდარტის "ისაზუს" ფირმის დანარჩენი 31 ავტობუსი კი, ამ ეტაპზე, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებზე გადანაწილდება.

პროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ სულ 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა და მათი 38 მუნიციპალიტეტში გადანაწილებაა გათვალისწინებული.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თითო სატრანსპორტო საშუალება,  47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები