რუსთავში, ქუჩაში მამაკაცი მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცის დახმარება გამვლელებმა სცადეს, ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც.
სასწრაფოს ეკიპაჟმა შუახნის კაცი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, თეა გელაშვილის თქმით, მათთან შეყვანილ პაციენტს გული უკვე გაჩერებული ჰქონდა და, სამწუხაროდ, მამაკაცის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.