სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო სადაც ჩანს რომ ერთ-ერთ სუპერმარკეტში საპირფარეშოს ქაღალდის ფასი არის 9:50 ლარი. ქაღალდი სხვა მსგავსი პროდუქტისგან იმით განსხვავდება რომ ის გაფორმებულია სანტა კლაუსის და საახალწლო მორთულობის ორნამენტებით. ჩვენ ვეცადეთ ფაქტი რუსთავის სუპერმარკეტში გადაგვემოწმებინა თუმცა აღმოჩნდა რომ "საახალწლო ტვალეტის ქაღალდს" მაღაზიაში ფასი არ ჰქონდა მიწერილი. არის თუ არა პროდუქტის ფასი ადეკვატური, სწორედ ამაზე დაობდნენ სოციალურ ქსელში.