რუსთავში, მეგობრობის გამზირზე გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 50 წლამდე კაცი ქუჩაში მოულოდნელად გარდაიცვალა.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც.