რუსთავში, ბაღების აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები დაურიგდებათ

2023-11-27 13:28:55

რუსთავის მუნიციპალიტეტმა საბავშვო ბაგა-ბაღების 6000-მდე აღსაზრდელისთვის საახალწლო სასაჩუქრე ნაკრები შეისყიდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით (ა)იპ ,,რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების, გაერთიანებამ" შესაბამისი ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელშიც შპს გეოპროფმა გაიმარჯვა.

6000-მდე სასაჩუქრე ნაკრებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 116 400 ლარი დაიხარჯება.

ტენდერზე თან დართული დოკუმენტიდან ვიგებთ, მუნიციპალიტეტის მოთხოვნით მუყაოს ჩანთაში უნდა იყო:

1. ბისკვიტის ნამცხვარი

2. რძიანი შოკალადის ფილა

3. ვაფლის მილაკები

4.ორცხობილა რძით

5. კარამელის კანფეტი ჯოხზე

6. დრაჟე ფერადი გლაზურით

7. რძიანი შოკოლადი ხრაშუნა ვაფლით

8. შოკოლადის ფილების ნაკრები

9. შოკოლადის ბატონი სუფლეთი

10. ვაფლი რბილი კარამელით და ჰაეროვანი სიმინდით რძიანი შოკოლადით

11.  საახალწლო თემატიკის სათამაშო ,,სქვიში"

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები