"შავ პარასკევს" სავაჭრო ობიექტები მკვეთრად დაბალი ფასებით გამოირჩევიან ხოლმე, თუმცა ეს ძირითადად ამერიკულ და ევროპულ მაღაზიებს ეხებათ. მიუხედავად იმისა რომ "შავი პარასკევი" ფასდაკლებას გულისხმობს და ხშირად ამ აქციაში საქართველოში არსებული მაღაზიებიც იღებენ მონაწილეობას რეალური ვითარება აბსოლუტურად განსხვავებულია. სავაჭრო ცენტრებში ფასის დაკლების მაგივრად ხშირად ამ დღეს ფასს უმატებენ, მსგავსი შემთხვევა ანდრო ჯოლოგუამ "ისთ პოინტის" ერთ-ერთ ცნობილი ბრენდის მაღაზიაში დააფიქსირა. ნაქსოვი ჯემპრის ახალი ფასი ძველზე იყო გადაკრული და ეწერა 52,99 ლარი. ალბათ ფიქრობთ რომ ძველი ფასი უფრო მეტი იყო, თუმცა პირიქით, წინა ფასით თუ ვიმსჯელებთ ჯემპრი 5 ლარით იაფი იყო 47,99 ლარი ღირდა. ასე აღნიშნეს საქართველოში არსებული მაღაზიების დიდმა ნაწილმა "შავი პარასკევი".