25 ჰექტარზე გაშენებული ტყე-პარკი რუსთავთან ახლოს [video]

2023-11-04 10:28:51

რუსთავიდან ათიოდე კილომეტრის დაშორებით 25 ჰა-ზე გაშენებული კრწანისის ტყე-პარკი მდებარეობს. [ვიდეო/video]

ტყე-პარკის ტერიტორიაზე ნებისმიერი ასაკის დამსვენებლისთვის სხვადასხვა სივრცეებია მოწყობილი.

არის საპიკნიკე ადგილიც სკამებითა და მაგიდებით მოწყობილი, სადაც, წესების მიხედვით, ცეცხლის დანთება აკრძალულია, არ შეიძლება ნარჩენების დაყრაც.

ტყეპ-პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე ტბაცაა, თუმცა თევზაობა აკრძალულია. არ შეიძლება ნადირობაც.

კრწანისის ტყეპარკი გამოირჩევა ხე-მცენარეების ჯიშების სიმრავლითა და მათი სიძველითაც.

წლის სხვადასხვა პერიოდში პარკში 90-მდე სახეობის ფრინველს შეხვდებით, რომელთა შორისაცაა ოფოფი, გოლაღური, კოლხური ხოხობი, შავი და მწვანე კოდალა, წავი და სხვა.

კრწანისის ტყე-პარკი დამსვენებლებისთვის ღიაა კვირის ყველა დღეს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები