რუსთავში, ავტობაზრობაზე ავარიის დროს 5-ზე მეტი ავტომობილი დაიმტვრა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ბაზრობაზე 30 წლამდე მამაკაცი "BMW" მარკის ჯიპს ტესტავდა, რა დროსაც საჭე ვეღარ დაიმორჩილა და გაჩერებულ "KIA-ს","HONDA-სა" და ორი "AUDI-ს" მარკის ძვირადღირებულ ავტომობილებს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა ხუთივე ავტომობილი.
დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება. გამოვლენილია სამართალდამრღვევი მძღოლი, რომელიც შესაბამისი წესით დაჯარიმდა.