მე-11 და მე-12 კლასელების უფასო მომზადება რუსთავში

2023-10-03 13:59:29

სასწავლო ცენტრი "ონლაინ +" რუსთავში მე-11 და მე-12 კლასელებს სამ საგანში, ისტორიაში, მათემატიკასა და ფიზიკაში უფასოდ მომზადებას სთავაზობს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ცენტრის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა მამუკა ქაფიანიძემ განუცხადა, კვალიფიციური მასწავლებლები მოსწავლეებს კვირაში სამჯერ მოამზადებენ.

"მე-11 და მე-12 კლასელებს სრულიად უფასოდ მოვამზადებთ.  ადგილები შეზღუდულია, რადგან ადამიანური რესურსი არ გვაქვს ამდენი. რეგისტრაციის თანხა ერთჯერადია, 100 ლარი. თითო საგანში შეუძლიათ ერთი კვირის განმავლობაში დაესწრონ მეცადინეობას და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება, დარეგისტრირდებიან თუ არა",- განუცხადა "ინფო რუსთავს" მამუკა ქაფიანიძემ.

მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ორგანიზაციას ნომრებზე: 592 18 96 69; 599 71 50 83.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები