მწვანე მწერების სიმრავლე რუსთავში

2023-09-24 23:29:11

ბოლო რამდენიმე დღეა რუსთავში მწვანე მწერების სიმრავლე იგრძნობა.

ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტო მასალა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მწერებისგან შეწუხებულმა რუსთაველებმა მიაწოდეს.

მათი თქმით, მწვანე შეფერილობის მწერების სიმრავლე განსაკუთრების დაბნელების შემდეგ იგრძნობა.

"ინფო რუსთავი" საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სადაც აცხადებენ, რომ მწერების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

მათი თქმით, ასეთ შემთხვევაში მოსახლეობამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე უნდა დარეკოს, რის შემდეგაც ადგილზე კვლევისა და შესწავლის მიზნით მათი ჯგუფი მივა.

მსგავსი პრობლემის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის სხვადასხვა უბანში მცხოვრები მოქალაქეებიც წერენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები