70 წლამდე ქალი, რომელსაც რუსთავში, ტაშკენტის ქუჩაზე ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა. [ვიდეო/video]
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია კლინიკა რუსთავში მიაწოდეს, სადაც დაშავებული ავარიის შემდეგ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გადაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ ტაშკენტის ქუჩაზე, ერთმანეთს "ჰიუნდაისა" და "ტოიოტას" მარკის ავტომობილები შეეჯახა.
შეჯახების შემდეგ "ტოიოტას" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურთან მდგომ ქალს დაეჯახა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.