რუსთავში ავტომობილი ქალს დაეჯახა [video]

2023-09-23 12:47:03

რუსთავში ავტომობილი ქალს დაეჯახა [video/ვიდეო]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ტაშკენტის ქუჩაზე, "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილი და "ტოიოტას" მარკის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ "ტოიოტას" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურთან მდგომ, შუახნის ქალს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

დაშავებული ქალი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.