რუსთავში ოქტომბრის თვიდან მუნიციპალური ავტობუსების მგზავრების შემოწმება იწყება.
მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს რეფორმის ფარგლებში მონიტორინგის ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც ამ ეტაპზე უბილეთო მგზავრებს სიტყვიერ გაფრთხილებას მისცემენ, ხოლო ოქტომბრიდან დააჯარიმებენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის მერიაში განუცხადეს, დღის განმავლობაში 1000-დან 2000-მდე მგზავრი უბილეთოდ მგზავრობს, რაც საერთო რაოდენობის დაახლოებით 10 პროცენტია.
იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ იმგზავრებს, კონტროლიორი მას კანონით გათვალისწინებული საჯარიმო თანხით, 20 ლარით დააჯარიმებს.