რუსთავის მე-7 და მე-17 საჯარო სკოლებს რეაბილიტაცია უტარდება

2023-08-24 12:07:43

რუსთავის მე-7 და მე-17 საჯარო სკოლებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში აღნიშნული სკოლის მოსწავლეები სწავლას სხვა სკოლებში გააგრძელებენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მე-17 სკოლის დირექტორმა ნელი ლიქოკელმა განუცხადა, სექტემბრიდან სწავლას მე-10 სკოლაში გააგრძელებენ.

ქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, თამარ ხეჩიკაშვილის განცხადებით, მე-7 სკოლის მოსწავლეები სწავლას მე-13 სკოლაში გააგრძელებენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები