შოვში სტიქიის დროს დაღუპული რუსთაველები, შორენა ბიჭაშვილი-მაისურაძე, კოტე მაისურაძე და მარიამ მაისურაძე დაკრძალეს.
სტიქიის დროს დაღუპულები დღეს დილით ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში დაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდიც გაიმართა.
გამოსვენებაც სწორედ გორგასლის ეკლესიიდან მოხდა.
შეგახსენებთ, რომ შოვში 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიას ბოლო მონაცემებით 29 ადამიანი ემსხვერპლა, 4 პირს კი ამ დრომდე ეძებენ.