შოვში კიდევ ერთი რუსთაველის გარდაცვალება დადასტურდა

2023-08-14 00:02:48

შოვში მომხდარი სტიქიის დროს კიდევ ერთი რუსთაველის, მანანა ჯაჭვაძის, გარდაცვალება დადასტურდა.

ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მანანა ჯაჭვაძის ნათესავმა დაუდასტურა.

მისი თქმით, ცხედრის ამოცნობა დნმ ანალიზის საშუალებით მოხერხდა.

ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, შოვში ტრაგედიას 6 რუსთაველი ემსხვერპლა, 2-ის სამძებრო სამუშაოები კი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს შოვში სტიქიის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, 9 პირს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები