შოვში სტიქიის ზონაში რუსთაველ ქალსა და მის ორ შვილს ეძებენ.
შორენა ბიჭაშვილთან და მისი ორი შვილთან, მარიამ და კოტე მაისურაძეებთან კომუნიკაციის დამყარება მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ ვეღარ ხერხდება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაკარგული რუსთაველების ახლობელმა განუცხადა, შორენა ბიჭაშვილი შვილებთან ერთად შოვში ერთ-ერთ კოტეჯში ისვენებდა.
ბოლო დაზუსტებული ინფორმაციით, შოვში სტიქიას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 31-მდე დაკარგულად ითვლება.
სტიქიის ზონიდან უსაფრთხოდ გამოყვანილია 210 ადამიანის.