შოვში მეწყერში მოყოლილი 5 რუსთაველის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.
ამის შესახებ საინფორაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მეწყერში მოყოლილმა ერთ-ერთმა პირმა განუცხადა.
მისი თქმით, ხუთივე მათგანი მაშველებმა ვერტმფრენით სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს.
"ყველანი ვართ კარგად. უცებ მოხდა ყველაფერი. ჩემთან ერთად ვინც იყო ყველა გამოიყვანეს",- განუცხადა "ინფო რუსთავს"
შეგახსენებთ, რომ კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა.
ბოლო ინფორმაციით, მიწის დამუშავების დროს მაშველება 2 ცხედარი იპოვეს.
შსს-ს ცნობით, სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 400-მდე მეხანძრე- მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. მათი განცხადებით, სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
ფოტო: პირველი არხი