ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 1 პირი დაიღუპა, 4 დაშავდა

2023-08-01 12:38:26

ქობულეთში, სოფელ კოხში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ხევიდან გადავარდა და მდინარეში ჩავარდა.

შემთხვევის დროს დაიღუპა ახალგაზრდა მამაკაცი, 4 მგზავრი კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები