2023 წლის პირველ ნახევარში ქვეყნიდან 1 მილიარდი დოლარის ღირებულების 51 ათასი მანქანა გავიდა ექსპორტზე.
ამასთან, მთლიანად ავტომობილების იმპორტი მათ შორის ადგილობრივი მოხმარებისთვის, 94%-ით გაიზარდა და მან 1.3 მილიარდ დოლარს მიაღწია.
საქართველო მეორად ავტომობილებს ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატებიდან ყიდულობს.
წლის პირველ ნახევარში სულ შესყიდულია 719 მილიონი დოლარის ღირებულების 60 ათასი ავტომობილი აშშ-დან. მეორე ადგილს იაპონია იკავებს ($220 მლნ), საიდანაც საქართველო ძირითადად ახალ მანქანებს ყიდულობს, თუმცა ისინი უფრო მეტად საექსპორტოდ არის განკუთვნილი. მესამე პოზიციას კი გერმანია იკავებს, საიდანაც წელს 140 მილიონი დოლარის მანქანების შესყიდვა მოხდა.
როგორც საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრებისთვის გათვლილი ავტომობილების საშუალო ფასები განსხვავდება.
ქვეყანაში შემოყვანილი 1.3 მილიარდის ავტომობილებიდან 1 მილიარდის მანქანები ექსპორტზე გავიდა და საბაჟო მონაცემებით, ერთი მანქანის საშუალო ფასი 19.4 ათასი დოლარი იყო. ხოლო ავტომობილების იმ ნაწილის საშუალო ფასი, რომელთა რეექსპორტიც არ მომხდარა ორჯერ ნაკლებია და 9.2 ათას დოლარს შეადგენს.
ქვეყნები, საიდანაც საქართველომ 2023 წლის პირველ ნახევარში შეიძინა ავტომობილები:
1) აშშ - $719 მილიონი დოლარი, 59,545 ცალი ავტომობილი, ერთი საშუალო ფასი $12 ათასი;
2) იაპონია - $221 მილიონი დოლარი, 8,183 ცალი ავტომობილი, ერთი საშუალო ფასი $27 ათასი;
3) გერმანია - $140 მილიონი დოლარი, 6,396 ცალი ავტომობილი, ერთი საშუალო ფასი $22 ათასი;
4) თურქეთი - $57 მილიონი დოლარი, 1,603 ცალი ავტომობილი, ერთი საშუალო ფასი $35 ათასი;
5) უკრაინა - $28 მილიონი დოლარი, 385 ცალი ავტომობილი, ერთი საშუალო ფასი $73 ათასი;
6) კორეა - $18 მილიონი დოლარი, 1,145 ცალი ავტომობილი, ერთი საშუალო ფასი $16 ათასი;
7) ბელგია - $14 მილიონი დოლარი, 958 ცალი ავტომობილი, ერთი საშუალო ფასი $14 ათასი;
8) გაერთიანებული სამეფო - $11 მილიონი დოლარი, 152 ცალი ავტომობილი, ერთი საშუალო ფასი $75 ათასი;
9) კანადა - $11 მილიონი დოლარი, 606 ცალი ავტომობილი, ერთი საშუალო ფასი $19 ათასი;
10) აზერბაიჯანი - $10 მილიონი დოლარი, 104 ცალი ავტომობილი, ერთი საშუალო ფასი $100 ათასი.