რუსთაველი პოლიციელი მამაცობისთვის დააჯილდოვეს

2023-05-31 13:24:49

რუსთაველი პოლიციელი  ქვემო ქართლის სახაზო-საპატრულო სამმართველოს რუსთავის ათეულის მეთაური, პოლიციის მაიორი - ხვიჩა კრაველიძე მინისტრის ბრძანებით მამაცობისთვის დააჯილდოეს.

ჯილდო რუსთაველ პოლიციელს პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გადაეცა.

ცნობისთვის, ხვიჩა კრაველიძემ გასული წლის დეკემბერში ბინაში ჩაკეტილი 8 თვის ბავშვი გადაარჩინა. კრაველიძე სახლში მეზობლის აივნიდან გადაძვრა.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები