რუსთავში პოლიციელმა ჩვილის დახმარება შეძლო [video]

2022-12-27 00:00:12

რუსთავში, ბინაში ჩაკეტილი 8 თვის ბავშვი პოლიციელმა გამოიყვანა [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ლეონიძეზე, ერთ-ერთ კორპუსში მე-5 სართულზე მცხოვრები ახალგაზრდა ქალი რამდენი წუთით მეზობელთან გავიდა, რა დროსაც სახლის კარი ჩაეკეტა, სადაც 8 თვის ბავშვი მარტო იმყოფებოდა.

ქალმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

აღსანიშნავია, რომ სახლში გაზქურა იყო ჩართული, რაც ბავშვისთვის საფრთხის შემცველი იყო.

ადგილზე მისული პატრულ-ინსპექტორი ხვიჩა კრაველიძე მეზობლის აივნიდან გადაძვრა, ხის ფანჯარა შეხსნა, სახლში შეაღწია, კარი შიგნიდან გახსნა და ბავშვი გამოიყვანა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები